საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 148-ით გაიზარდა, 3 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.
საერთო ჯამში, ამ მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 5 552 შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან 1906 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა - 31.
NCDC-ის ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 4 595 ტესტი ჩატარდა.